ყაზახეთის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელებულმა გიორგი ზარიამ Meta-ratings.kz-სთან ინტერვიუში „ქაირათის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ კერჟაკოვი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა, რაც მისმა შემცვლელმა რაფაელ ურაზბახტინმა შეძლო.
„რაფაელ ურაზბახტინი არის კარგი მწვრთნელი და ადამიანი, რომელმაც, პირველ რიგში იცის, როგორ მიუდგეს მოთამაშეებს. სამწუხაროდ, იმავეს მის წინამორბედზე, ალექსანდრ კერჟაკოვზე ვერ ვიტყვი. ჩვენ მწვრთნელს ახლა მთლიანად ვენდობით, ისევე როგორ ის ჩვენ და ამან ერთად მუშაობა ძალიან გააადვილა“, – განაცხადა გიორგი ზარიამ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სეზონის ბოლოს „ქაირათმა“ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. კერჟაკოვი ალმათური კლუბიდან ზაფხულში გაათავისუფლეს. ზარიას, რომელიც წლის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს, ის ხშირად არ ათამაშებდა, რამაც ქართველი ფეხბურთელის და კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.