ლეგიონერების გარეშე - ფუტსალის ნაკრები მოლდოვას უმასპინძლებს #1TVSPORT
ლეგიონერების გარეშე - ფუტსალის ნაკრები მოლდოვას უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისში ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მოლდოვას შეხვდება.

ეროვნული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის წინააღმდეგ მატჩებს 8 და 9 თებერვალს ჩაატარებს – ორივე დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებული თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე მოემზადება. ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თსუ, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი).

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი:

8 თებერვალი, 18:00

საქართველო – მოლდოვა

9 თებერვალი, 18:00

საქართველო – მოლდოვა