ლეგიონერები | ზივზივაძის დაბრუნება გადაიდო, ნონიკაშვილმა დუბლი შეასრულა, მამაცაშვილი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმი“ მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:4 დამარცხდა. მატჩამდე მასპინძელთა შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძის მოედანზე დაბრუნებას ვარაუდობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კვლავ არ უთამაშია.

შვედეთის ალსვენსკანში საბა მამაცაშვილმა მალმიოსთან“ გასვლით მატჩში „სირიუსს“ ქულა მოუტანა – 1:1. მან შვედეთის ჩემპიონს მე-10 წუთზე ძალიან ეფექტურად, პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა, ანგარიში გახსნა და გუნდში საუკეთესო შეფასება – 8,3 ქულა მიიღო.

ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთის II ლიგაში „სამორინთან“ დუბლი შეასრულა და „ზლატე მორავცეს“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა 2:0. ამ მოგებით „ზლატე მორავცემ“ მეორე ადგილი შეინარჩუნა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ელიტაში დაბრუნების რეალური შანსი გააჩნია.

გორის „დილასა“ და „იბერიის“ ყოფილი ნახევარმცველის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და სლოვაკეთის მეორე ლიგის თანაბომბარდირია.