ლეგიონერები | ზივზივაძემ ბუნდესლიგაში გაიტანა – ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ „უოტფორდში“ ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა -„ჰაიდენჰაიმმა“ ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
29-ე ტურის დაპირისპირებაში ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროისთვის „ჰაიდენჰაიმი“ ჰონსაკის დუბლით 2:1-ს იგებდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე შესვლიდან 9 წუთში მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზივზივაძემ 90+4-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.
ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი მატჩი ჩაატარა „უოტფორდმა“, რომელიც გასვლაზე „ოქსფორდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.