ლეგიონერები | ვოლკოვმა საგოლე გადაცემა შეასრულა, „მაკრატელათი“ გატანილი გოლი კი არ ჩაუთვალეს [ვიდეო] #1TVSPORT
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ საშინაო შეხვედრაში „შამახი“ 3:0 დაამარცხდა.
ორივე ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პაპუნაშვილი 78-ე წუთზე შეცვალეს. ვოლკოვმა კი სრულად ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა (მეკარის მოგერიებული ბურთი „მაკრატელათი“ გადაგზავნა კარში), მაგრამ ვიდეორეფერიმ დაადგინა, რომ ბურთმა კარის ხაზი რაფაელ უტციგს დარტყმის შემდეგ გადაკვეთა და გოლის მას ჩაუთვალეს.
ვოლკოვმა მოედანი გოლში მონაწილეობის გარეშე მაინც არ დატოვა – 90+3-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მცველს ეფექტური მოძრაობით გასცდა და საჯარმოში სალიფუ სუმა მონახა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში მე-6 საგოლე გადაცემა შეასრულა, მის ანგარიშზე ასევე 9 გოლია – ამ მაჩვენებლით ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.