ლეგიონერები | ქართველების გუნდები კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT
ლეგიონერები | ქართველების გუნდები კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT

ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში შვეიცარიულ „სერვეტს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

უკრაინულმა გუნდმა პირველი მატჩი მასპინძლის რანგში 1:1 ითამაშა. სტუმრად ჩატარებული შეხვედრაც 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი დონეცკელებმა მეორე ბურთიც გაიტანეს და კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ – აზაროვი მოედანზე მე-100 წუთზე შევიდა.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ გასვლაზე „ისტანბულ ბაშაქშეჰირი“ 2:1 დაამარცხა (რუმინულ კლუბს პირველი მატჩი 3:1 ჰქონდა მოგებული). საქართველოს ნაკრების ნახევრამცველი ამჯერადაც შეცვლაზე (77-ე წუთზე) შევიდა და 4 წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა.

კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს გაბრიელ სიგუას „ლოზანაც“, რომელმაც შინ თურქულ „ბეშიქთაშთან“ 1:1 ითამაშა, სტუმრად კი 1:0 დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა.