ლეგიონერები | ნიკა გაგნიძის გოლით „კოლოსმა“ „კარპატი“ დაამარცხა #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიემ“, რომელმაც გასვლით მატჩში „ზორიას“ 1:0 სძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 73-ე წუთზე შეცვალეს – მაისურაძემ მწვრთნელის ნდობა მოიპოვა და სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს.
ნიკა გაგნიძემ კი ლვოვის „კარპატს“ 89-ე წუთზე გაუტანა და კოვალივკას „კოლოსს“ საშინაო შეხვედრაში სამი ქულა მოუტანა – 2:1. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი 90+3-ე წუთზე შეცვალეს.
„კოლოსმა“ უკრაინის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. „პოლესიე“ კი სამეულში მოსახვედრად იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ დონეცკის „შახტარს“ ვერ აჯობა.