ლეგიონერები | ნარიმანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, გაფრინდაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ლეგიონერები | ნარიმანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, გაფრინდაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ის მეიჯორ ლიგაში (MLS) საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ „ნიუ იორკ სიტი“ 4:3 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა, საგოლე გადაცემა შეასრულა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.2 ქულა დაიმსახურა.

შვეიცარიის სუპერლიგაში „ბაზელმა“ სტუმრად „ვინტერტურს“ 2:0 მოუგო – გაბრიელ სიგუას არ უთამაშია.

უნგრეთის ჩემპიონატში „უიპეშტი“ (დავით კობოური, გიორგი ბერიძე) „ფეჰერვარს“ (ალექსანდრე კალანდაძე) დაუზავდა – 2:2. ბერიძე 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, კობოური სათადარიგო იყო, ხოლო სანდრო კალანდაძემ „ფეჰერვარის“ შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

პოლონეთის პირველ ლიგაში თორნიკე გაფრინდაშვილმა „არკაში“ შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა „ლეგნიცას“ 2:0 სძლია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ექსტრაკლასაში (პოლონეთის მთავარი ლიგა) დასაბრუნებლად – ქართველის გუნდი პირველ ადგილზეა. გაფრინდაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის გასავარდნთა ჯგუფში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“, რომელმაც გასვლაზე „კომარნო“ 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საჩემპიონო ჯგუფში „ჟილინას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა 19 წლის ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ნარიმანიძემ, რომელმაც „ტრნავასთან“ სტუმრად მოგებულ (4:2) შეხვედრაში 7.5 ქულა დაიმსახურა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში „ატირაუ“ (სადაც თამაშობენ გია ჩადუნელი, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გადრანი და გიორგი ნიქაბაძე) შინ „აქტობესთან“ 0:4 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ ციცქიშვილმა და გადრანმა ითამაშეს.

ტობოლში“ ცოტნე მოსიაშვილი „იელიმაისთან“ მატჩში (1:1) 89-ე წუთზე შეცვალეს. ბექა ვაჩიბერაძის „ულიტაუ“ შინ ზურაბ თევზაძის „ჟენისს“ დაუზავდა – 1:1, ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ორდაბასისა“ და „ყიზილჟარის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა – მასპინძელთა რიგებში ლუკა იმნაძე 62-ე წუთზე შეცვალეს.