ლეგიონერები | მამარდაშვილის „ვალენსია“ წაუგებელ სერიას აგრძელებს, ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგას უახლოვდება #1TVSPORT
ლეგიონერები | მამარდაშვილის „ვალენსია“ წაუგებელ სერიას აგრძელებს, ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგას უახლოვდება #1TVSPORT

ლა ლიგის 32-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და წაუგებელი მატჩების სერია გააგრძელა – 1:1. ქართველმა მეკარემ მატჩი საიმედოდ ჩაატარა.

45-ე წუთზე მასპინძლები „ვალენსიას“ მცველის, სეზარ ტარეგას ავტოგოლით დაწინაურდნენ. თუმცა, 75-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს — გოლი უმარ სადიქმა გაიტანა. „ვალენსია“ 38 ქულით მე-14 ადგილზეა და გავარდნის ზონას 9 ქულით უსწრებს.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ში საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი, „სარაგოსა“ 5:2 დაამარცხა და დროებით სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. გოლითა და ასისტით თავი არ გამოუჩენია, თუმცა დამაჯერებელად ითამაშა. „ლევანტემ“ 36 ტურის შემდეგ 66 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო როგორც „ელჩეს“,  ასევე – „რასინგს“.