ლეგიონერები - ლევან ნონიკაშვილი ახალი სეზონიდან სლოვაკეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
ლეგიონერები - ლევან ნონიკაშვილი ახალი სეზონიდან სლოვაკეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი გაგუას „ისტრამ“ „შიბენიკს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და კარგი შეფასება (6,7) დაიმსახურა. „ისტრა“ მეოთხე ადგილზეა, თუმცა ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს.

სლოვაკეთის II ლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – დავით ნაჭყებიას „ზვოლენმა“ ლევან ნონიკაშვილის „ზლატე მორავცეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ნაჭყებია მეორე ტაიმში შეცვალეს, ნონიკაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. ეს ბოლო ტურის მატჩი იყო, ნონიკაშვილის გუნდი მომავალი სეზონიდან სლოვაკეთის მთავარ ლიგაში ითამაშებს.

უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ მიიღო – მატჩი 2:2 დასრულდა. ბერიძემ 90 წუთი ითამაშა, კობოური სათადარიგოთა შორის იყო, ხოლო კვეკვესკირი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. სეზონის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა, ქართველების გუნდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.