ლეგიონერები | ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ლეგიონერები | ლაშა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ლაშა ოდიშარიამ ლატვიაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ვირსლიგის მეორე ტურში მისმა გუნდმა, „რიგას ფს“-მა სტუმრად „ლიეპაია“ 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა – ამ დროისთვის მას სეზონში უკვე 3 ასისტი დაუგროვდა.

რუმინეთში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ საჩემპიონო ჯგუფში კონკურენტს, პიტეშტის „არჯესს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა. რუმინული მედიის შეფასებით, მისი არყოფნა გუნდს განსაკუთრებით მოედნის შუა ხაზში დაეტყო. საჩემპიონო ჯგუფის პირველი ტურის შემდეგ „უნივერსიტატეამ“ 30 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა „არჯესმა“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.