ლეგიონერები - კვეკვესკირმა საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი გუნდი ლიდერია #1TVSPORT
ლეგიონერები - კვეკვესკირმა საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი გუნდი ლიდერია #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის „კ-ლიგის“ 37-ე ტურში, „ულსანში“ მორიგი მატჩი „სუვონის“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. ქართველი შემტევი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა. „ულსანის“ საჩემპიონო შანსები შეუმცირდა, რადგან სეზონის დასრულებამდე ერთი ადრე, ლიდერს, „ჯეონბუკ მოტორსს“ ორი ქულით ჩამორჩება.

თურქეთის სუპერლიგაში წარუმატებელი მატჩი ჩაატარა ერთ-ერთმა ლიდერმა, „ჰატაისპორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს. გუნდი აუსტაიდერთა ჯგუფის კლუბს, „სივასპორს“ ესტუმრა და დიდი ანგარიში დაამარცხა 0:4. საქართველოს ნაკრების ფლანგის შემტევმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 3:0 იყო. 54-ე წუთზე ქართველის გუნდი კაცნაკლული დარჩა, რადგან რუბენ რიბეირო გააძევეს. 26 ქულით „ჰატაისპორი“ მესამე ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში, პოზნანურ დერბიში „ლეხმა“ „ვარტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 64-ე წუთზე კი მიხალ ისაკს საგოლე გადაცემა გაუკეთა. „რაკუვმა“ შინ „ზაგლებიე“ 4:0 დაამარცხა. ვაკო გვილია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. კვეკვესკირის „ლეხი“ 35 ქულით ლიდერია, „რაკუვი“ (29) მეოთხე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი