ლეგიონერები | ირაკლი ეგოიანმა „ეინდჰოვენთან“ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

01:33, 16.08.2026

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგის მე-2 ტურში ბერლინში „ჰერტას“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ამჯერად ვერაფრით დაეხმარა გუნდს, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა. ზივზივაძემ 78 წუთი ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გიზი და ოთარ მამაგეიშვილებმა ითამაშეს. ოთარის გუნდი „ვოლფსბერგერილუშტენაუშიაუსტრიას“ ესტუმრა და 1:2 წააგო. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა.

მისი ტყუპისცალი გიზი მამაგეიშვილი კი გრაცის „შტურმის“ ფორმით მოედანზე „ალტახის“ წინააღმდეგ მხოლოდ 90+2-ე წუთზე გამოჩნდა. ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და ჯერ გუნდს ვერ ეხმარება.

ირაკლი ეგოიანი „ექსელსიორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „პსვ ეინდჰოვენთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 დათმო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 54-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი