ლეგიონერები | ინჯგიამ კვიპროსში „ანორთოსისს“ გაუტანა - აზერბაიჯანში თავი ვოლკოვმა გამოიჩნა [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგაში ივან ფოცხვერიამ პოლტავის „ვორსკლის“ რიგებში შეცვლაზე ითამაშა ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ 0:1 წაგებულ მატჩში.
კოვალივკის „კოლოსში“ ნიკა გაგნიძე მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შეცვალეს -„კოლოსმა“ შინ „დუნაივცის“ 1:0 სძლია.
პოლონეთის ექსტრაკლასაში კი 20 წლის დიეგო დეისაძის „ტერმალიცა“ შინ „კორონასთან“ დამარცხდა – 1:3. ქართველი თავადმსხმელი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
შვედეთის პირველ დივიზიონში საბა მამაცაშვილის „კალმარი“ „ოსტერსუნდს“ ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა – საბამ მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა.
აზერბაიჯანის პრემირლიგის მესამე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ შინ ოთარ აფციაურის „ქიაფაზს“ 5:0 მოუგო. სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მე-80 წუთზე კი საბოლოო ანგარიში დავით ვოლკოვმა დააფიქსირა.
კვიპროსის ჩემპიონატში რევაზ ინჯგიამ გოლი გაუტანა „ანორთოსისს“ და ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – 2:1. ქართველმა თავდამსხმელმა მე-14 წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – ეს ახალ კლუბში ინჯგიას სადებიუტო გოლია.