ლეგიონერები | იეგოიანის დებიუტი ნიდერლანდებში, პაპავას გოლი უზბეკეთში [ვიდეო] #1TVSPORT
ირაკლი იეგოიანის დებიუტი შედგა „ექსელსიორში“, რომელიც ნიდერლანდების ერედივიზიონში „უტრეხტს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში „კრაკოვია“ „პიასტს“ ესტუმრა – 0:0. კრაკოველთა ქართველმა კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.0 ქულა.
ოთარ მამაგეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა „ფამალიკაოში“, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში „ჟილ ვისენტეს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი შეცვლაზე შევიდა და 13 წუთი ითამაშა.
უზბეკეთის სუპერლიგაში გიორგი პაპავამ „ოლმალიქის“ ფორმით გოლი გაიტანა, რომლმაც შინ „ხორაზმს“ 3:1 სძლია. 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა და თამაშში გარდატეხა შეიტანა.