ლეგიონერები ევროტურნირებზე​ | კაშია „სლოვანში“ საუკეთესო იყო, მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ლეგიონერები ევროტურნირებზე​ | კაშია „სლოვანში“ საუკეთესო იყო, მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 90 წუთი ითამაშა.

კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ შინ პრაღის „სპარტასთან“ 1:2 დამარცხდა. 38-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ჩეხების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა – მექვაბიშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ტურნირზე ბრატისლავისსლოვანიჩრდილოეთ მაკედონიაში „შკენდიას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გურამ კაშია სლოვაკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 7.9 ქულა მიიღო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 72-ე წუთზე შეცვალეს.