ლეგიონერები | ჩოგაძისა და თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ლეგიონერები | ჩოგაძისა და თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართული გუნდების გარდა, ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

„რაბოტნიჩკიმ“, სადაც ლუკა რობაქიძე თამაშობს, ბელარუსულ „ჟოდინოსთან“  პირველი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე 0:3 წააგო, საკუთარ მოედანზე საპასუხო დაპირისპირებაც დათმო – 0:1. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

„კაუნო ჟალგირისი“ უელსში „პენიბონტს“ დაუზავდა (1:1), ორი მატჩის ჯამში 4:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ანტონ თოლორდავა და თემურ ჩოგაძე კაუნასელების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ – ჩოგაძე 82-ე წუთზე შეცვალეს.

მოლდოვურმა „პეტროკუბმა“, რომელსაც შოთა მახარაძე წვრთნის, მალტაში „ბირკირკარასთან“ პირველ მატჩი 0:1 წააგო, საპასუხო შეხვედრაში კი დამაჯერებელი რევანში აიღო – 3:0 მოიგო (ჯამში 3:1) და მეორე ეტაპზე ითამაშებს.