ლეგიონერები - აშორტიამ უზბეკეთის სუპერლიგაში ჯიღაურის გუნდს გაუტანა #1TVSPORT
ლეგიონერები - აშორტიამ უზბეკეთის სუპერლიგაში ჯიღაურის გუნდს გაუტანა #1TVSPORT

უკრაინის თასის 1/32-ფინალში პოლტავის „ვორსკლა“, სადაც ივან ფოცხვერია თამაშობს, „ვიქტორიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

23 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, მიხეილ ფოცხვერიას ვაჟია, უკრაინულ კლუბში აგვისტოში ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა და ამ მატჩისთვის გუნდის განაცხადში იყო.

ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსი“ კიევის „ლოკომოტივს“ ესტუმრა (რომელსაც რამდენიმე წლის წინ „ლოკომოტივ-ჯორჯია“ ერქვა) და პენალტების სერიაში დამარცხდა (2:2, პენალტების სერიაში – 4:2).

უზბეკეთის სუპერლიგაში ჯაბა ჯიღაურის „ყიზილყუმი“ საშინაო შეხვედრაში ნიკოლოზ მალის და იმედა აშორტიასბუნიოდკორს“ დაუზავდა – 1:1. სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, სტუმართაგან კი თავი მე-15 წუთზე იმედა აშორტიამ გამოიჩინა.