ლეგიონერები | არაბულმა გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო - გულიაშვილი ისევ ვერ თამაშობს #1TVSPORT
ლეგიონერები | არაბულმა გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო - გულიაშვილი ისევ ვერ თამაშობს #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა რუმინეთის სუპერლიგაში გაიტანა და „ბოტოშანთან“ გასვლაზე „უნირეას“ ქულა მოუტანა – 1:1, მაგრამ მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

ქართველი თავდამსხმელი 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 65-ე წუთზე გოლი გაიტანა (მიმდინარე სეზონში მეორე), 70-ე წუთზე კი მეტოქის მცველს შეეჯახა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ შინ „დიორთან“ 2:3 წააგო. ქართველებიდან მხოლოდ ბერიძემ ითამაშა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

ბოსნიის ჩემპიონატის ტურმა კვლავ გიორგი გულიაშვილის გარეშე ჩაიარა, რომელიც „სარაევოს“ გასვლაზე „სლოგასთან“ ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ვასილიოს გორდეზიანმა და შესვენების შემდეგ შეცვალეს. მატჩი „სარაევომ“ 4:0 მოიგო.

ხორვატიაში გიორგი გაგუას „ისტრა“ ზაგრებში „ლოკომოტივს“ ესტუმრა ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო 64-ე წუთზე შეცვალეს.

ლევან შენგელიას „ოფი კრეტა“ საბერძნეთის სუპერლიგის საშინაო მატჩში სალონიკის „არისს“ დაუზავდა 0:0 – შენგელია მე-60 წუთზე შეცვალეს.