„ლეგიას“ ფანებმა ვლადიმერ პუტინს „სპარტაკის“ ფორმა ჩააცვეს და „ჩამოახრჩვეს“ #1TVSPORT
„ლეგიას“ ფანებმა ვლადიმერ პუტინს „სპარტაკის“ ფორმა ჩააცვეს და „ჩამოახრჩვეს“ #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ლეხი“ საკუთარ მოედანზე „ლეგიას“ იღებდა.

სტუმართა გუნდის ფანებმა აქცია გამართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

„ლეგიას“ გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც მოსკოვის „სპარტაკის“ ფორმაში ჩაცმული პუტინი იყო გამოსახული. ბანერზე პრეზიდენტი „ჩამომხრჩვალია“.

აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობას იღებდა უკრაინელი ნახევარმცველი იგორ ხარატინი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო.