„ლეგია“ „ყარაბახთან“ დამარცხდა - გვილიას არ უთამაშია
„ლეგია“ „ყარაბახთან“ დამარცხდა - გვილიას არ უთამაშია

ვარშავის „ლეგიას“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვაკო გვილიას გუნდმა ამ შანსით ვერ ისარგებლა.

ტურნირის პლეი ოფში პოლონეთის ჩემპიონმა საკუთარ სტადიონზე აზერბაიჯანის ჩემპიონს, „ყარაბაღს“ უმასპინძლა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა მეორე ნახევარში პოლონეთის ჩემპიონი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს – ანგარიში 50-ე წუთზე გახსნეს, 62-ე და 70-ე წუთზე კი უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდეს. საბოლოოდ, „ყარაბაღმა“ 3:0 მოიგო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია „ლეგიას“ განაცხადში იყო, მაგრამ მოდანზე არ გასულა.