ლეგენდების თასზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლეგენდების თასზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლეგენდათა ტურნირზე, რომელიც 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ზამთრის თასი 2020-ზე ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები თითქმის იგივე შემადგენლობით ითამაშებენ, როგორითაც ბერლინის მასტერსზე იასპარეზეს:

ნუკრი რევიშვილი, სოსო გრიშიკაშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე, ალეკო ამისულაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ფოფხაძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით კვირკველია, ოთარ მარცვალაძე, ლევან ხომერიკი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი.

ბერლინის მასტრერსზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს მეკარე გიორგი ლომაია ვერ დაეხმარება, ხოლო ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ისრაელის საერთაშორისო ტურნირისთვის ამზადებს და სათამაშოდ, ფიზიკურად ვერ მოიცლის. მათ არყოფნაში, საქართველოს ნაკრებში დაიმატეს სოსო გრიშიკაშვილი და მამუკა მაჭავარიანი, ასევე ლევან ხომერიკი, რომელიც ბათუმელია.

ლეგენდათა ტურნირი კი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ – თურქეთი.

საქართველოს ლეგენდების ნაკრები 14:00 საათზე უეფა-ს ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 16:00 საათზე – ფიფა-ს ნაკრებს. ნახევარფინალური მატჩები 17:00 და 17:40 საათებზე გაიმართება, ხოლო ფინალი – 19:00 საათზე. ზამთრის თასი 2020-ის ფინალურ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, დანარჩენ მატჩებს კი შეგიძლიათ თვალი, ჩვენს ონლაინ-პლატფორმაზე ადევნოთ.