ლეგენდარულმა ნადალმა „რეალის“ პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ნადალმა „რეალის“ პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის სურვილი გააჟღერა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა გასულ წელს დაასრულა კარიერა, მომავალში კი, შეიძლება, უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდეს სპორტის სხვა სახეობაში.

ნადალმა დაადასტურა, რომ სურს, ოდესღაც გახდეს „რეალის“ პრეზიდენტი. ის ამ კლუბის გულშემატკივარია ბავშვობიდან და მისი დარეგისტრირებული წევრიც გახლავთ.

„მსურს თუ არა გავხდე „რეალის“ პრეზიდენტი? ვფიქრობ, კი. მაგრამ დღეს მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან საუკეთესო პრეზიდენტი გვყავს ყველა შესაძლო ვარიანტიდან – ფლორენტინო პერესი“, – განაცხადა ნადალმა.