ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი დაასახელა
ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი დაასახელა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ ლენოქს ლუისმა გაამხილა, ვის მიიჩნევს დღეს სუპერმძიმე წონის ლიდერად.

„ამ მომენტისთვის, პირველ ნომრად მიმაჩნია ტაისონ ფიური. ის, უბრალოდ, ბრწყინვალე სუპერმძიმეწონოსანია. ფიურის შეუძლია ორივე დგომში მუშაობა, რასაც ხშირად ვერ ნახავთ ჩვენს წონაში. ის კარგად მოძრაობს, გააჩნია უმაღლესი საკრივო ინტელექტი. მომავალში მისგან დიდ მოგებებს ველოდები“, – თქვა ლუისმა.

ბრიტანელმა ასევე აზრი გამოთქვა ფიურისა და ენტონი ჯოშუას სავარაუდო ორთაბრძოლაზე.

„კრივის ფანებს უკვე დიდი ხანია სურთ იხილონ აბსოლუტური ჩემპიონი. ვფიქრობ, ეს იქნება შესანიშნავი ბრძოლა, რადგან ფიური და ჯოშუა შესანიშნავი მოკრივეები არიან. ყველა ელოდება მათ დიდ ბრძოლას“, – განაცხადა ლუისმა.