ლეგენდარულმა კოტდივუარელმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა კოტდივუარელმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ კარიერა დაასრულა

ჩრდილოამერიკის რანგით მეორე ტურნირის – USL-ის პლეიოფის ფინალში დროგბას კლუბმა, „ფინიქს რაიზინგმა“ 0:1 წააგო „ლუისვილ სიტისთან“. აფრიკელი თავის გამოსათხოვარ მატჩში მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოირჩა.

დროგბამ კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. მას ჯამში 17 ტიტული აქვს მოგებული –

ჩემპიონთა ლიგა (1)
ინგლისის პრემიერლიგა (4)
ინგლისის თასი (4)
ინგლისის ლიგის თასი (3)
ინგლისის სუპერთასი (2)
თურქეთის სუპერლიგა (1)
თურქეთის თასი (1)
თურქეთის სუპერთასი (1)

დროგბა ორჯერ იყო პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ორჯერ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად და ერთხელ – თურქეთის საუკეთესო ფეხბურთელად.