რუმინეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეგენდარული სპეციალისტი საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირის წინ, მას შემდეგ მოხვდა, რაც გონება დაკარგა რუმინეთის ნაკრების ვარჯიშისას. ამის შემდეგ მან ინფარქტი გადაიტანა, კვირას კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და ლუჩესკუ ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.
რუმინელს მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონდა. ის წვრთნიდა იტალიურ კლუბებს – „პიზას“, „ბრეშას“, „რეჯანას“, ინტერს“, თურქეთში ავარჯიშებდა „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშს“, უკრაინაში – „შახტარსა“ (2009 წელს მოაგებინა უეფას თასი) და კიევის „დინამოს“.
მწვრთნელის რანგში ლუჩესკუს მოგებული აქვს 35 ტიტული.