ლეგენდარული რობერტო ბაჯო იუბილარია (ვიდეო)

დღეს, 18 თებრვალს ლეგენდარულ იტალიელ ფორვარდს 53 წელი შუსრულდა.

რობერტო ბაჯო იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დასამახსოვრებელი და დრამატული მოთამაშე იყო.

სხვადასხვა დროს ბაჯო იყო: „ფიორენტინას“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ბოლონიას“, „ინტერისა“ და „ბრეშიას“ შემადგენლობაში.

„იუვენტუსთან“ და „მილანთან“ ერთად ბაჯომ იტალიის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების იტალიის ნაკრები რობერტო ბაჯოს გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ეროვნულ გუნდთან ერთად ფეხბურთელმა 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, 1994-ში კი პლანეტის ვიცეჩემპიონი გახდა.

1993 წელს რობერტო ბაჯოს „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

საინტერესოა, რომ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში რობერტო ბაჯო პენელტების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა (77 ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი 91 დარტყმიდან). თუმცა, 1994 წლის ჩემპიონატის დრამატულ, დაძაბულ ფინალში იტალია ბრაზილიის ნაკრებთან სწორედ რობერტო ბაჯოს „გაფუჭებული“ პენალტის გამო დამარცხდა, მაგრამ ფეხბურთის მკვლევარები, სპეციალისტები, მიმომხილველები და უბრალოდ გულშემატკივრები თანხმდებიან, რომ ფინალამდე „სკუადრა აძურამ“ სწორედ რობერტო ბაჯოს წყალობით მიაღწია.