ლეგენდარული ქართველი ფალავანი ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა
ლეგენდარული ქართველი ფალავანი ზარიბეგ ბერიაშვილი გარდაიცვალა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული ზარიბეგ ბერიაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზარიბეგ ბერიაშვილი იყო:

მსოფლიოს 1969 წლის ჩემპიონი და სამგზის მესამე პრიზიორი (1963, 1965, 1967),

სსრკ-ს 5-გზის ჩემპიონი (70 და 74 კგ).

სსრკ-ის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965,1966, 1969),

ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) ჩემპიონი. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლით.

ზარიბეგ ბერიაშვილი 2019 წელს UWW-მ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოეს.