ლეგენდარული მოკრივე რობერტო დიურანი კორონავირუსით დაინფიცირდა
ლეგენდარული მოკრივე რობერტო დიურანი კორონავირუსით დაინფიცირდა

მსოფლიო კრივის ლეგენდას, რობერტო დიურანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაცია ვეტერანი მოკრივის შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

69 წლის დიურანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ექიმები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ასაკოვანი სპორტსმენის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რობერტო დიურანმა მსოფლიო კრივის დიდების დარბაზში ბინა 2005 წლიდან დაიდო და მსუბუქ წონაში პლანეტის საუკეთესო მოკრივედ არის აღიარებული.

დატოვე კომენტარი