ლეგენდარული კალათბურთელი ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ლეგენდარული კალათბურთელი ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

კალათბურთის ლეგენდა და NBA-ის დიდების დარბაზის წევრი, ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

ბილ რასელს კარიერის საუკეთესო წლები „ბოსტონ სელტიკსში“ აქვს გატარებული, სადაც 13 წელი თამაშობდა, 12-ჯერ გავიდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში და 11-ჯერ გახდა ჩემპიონი, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რასელმა კარიერა 1969 წელს დაასრულა, 1975 წელს კი ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეიყვანეს.  მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის „ბოსტონ სელტიკსში“ (1966-1969), „სიეტლ სუპერსონიკსსა“ (1973-1977) და „საკრამენტო კინგსში“ (1987-1988) მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.

დატოვე კომენტარი