ლეგენდარული კალათბურთელი ამირან სხიერელი გარდაიცვალა
ლეგენდარული კალათბურთელი ამირან სხიერელი გარდაიცვალა

ამირან სხიერელი 1962 წელს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა. 1968 წელს „დინამოსთან“ ერთად მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო.

ამირან სხიერელი იყო ევროპის ჩემპიონი (1965), „დინამოს“ წევრი (1959-1973) და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1961-1967).

კარიერის დასრულების შემდეგ, ამირან სხიერელი „დინამოს“ მწვრთნელად მოღვაწეობდა (1973-1981).

ამირან სხიერელი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.