ლეგენდარული ჰოლიფილდი იაპონიაში ბრძოლას ჩაატარებს
ლეგენდარული ჰოლიფილდი იაპონიაში ბრძოლას ჩაატარებს

პროფესიული კრივის ლეგენდამ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ყოფილმა ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა – პირველად 2011 წლის შემდეგ.

კერძოდ, დიდების დარბაზის 56 წლის წევრი საჩვენებელ ბრძოლას გამართავს იაპონიაში, რათა გამომუშავებული თანხა ქველმოქმედებას გადასცეს.

ჰოლიფილდის მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

„ეს არ არის პირადი გამორჩენისთვის, არამედ ქველმოქმედებისთვისაა. გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, გავაცნოთ კრივის იაპონელ მოყვარულებს სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ერთადერთი ოთხგზის ჩემპიონი“, – განაცხადა ჰოლიფილდმა.