ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გვერდზე მიულოცეს

18:48, 03.05.2020

დღეს, 3 მაისს, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.

გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.

1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში ნონა გაფრინდაშვილი პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი იყო.

ეს ღირსშესანიშნავი დღე ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გვერდმაც მიულოცა.

https://www.facebook.com/ChessFIDE/videos/869779653541938/

მსგავსი