ლებრონს, კარისა და დურანტს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა სურთ #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავები ლებრონ ჯეიმსი, სტეფენ კარი და კევინ დურანტი დაინტერესებულნი არიან 2024 წლის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებში თამაშით.
„მე ვითამაშებ მომავალ წელს ოლიმპიურ თამაშებზე“, – მოჰყავს სააგენტო „ფრანს პრესს“ დურანტის სიტყვები.
„მე მაქვს ინტერესი. ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა ჯეიმსმა.
„ველაპარაკე რამდენიმე ადამიანს ამ შესაძლებლობაზე და ეჭვგარეშეა, თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება, მინდა ოლიმპიადაზე თამაში. ეს ერთადერთია, რაც არ გამიკეთებია კარიერაში. ასე რომ, დანამდვილებით მინდა იქ ყოფნა და დანამდვილებით მინდა გუნდში და იმედია, ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება“, – დაამატა კარიმ.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.