ლებრონმა ყველა დროის საუკეთესოს სტატუსისთვის ბრძოლაში ჯორდანს გაუსწრო #1TVSPORT
სპორტულმა პორტალმა HoopsHype-მა NBA-ის 112 მოქმედ და ყოფილ მოთამაშეს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც ლიგის უდიადესი მოთამაშის სტატუსისთვის ბრძოლაში ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო – 49 ხმა 46-ის წინააღმდეგ.
57 მოქმედ კალათბურთელს შორის 34-მა (59.6%) უპირატესობა ლებრონს მიანიჭა, ხოლო 17-მა (29,8%) ჯორდანს დაუჭირა მხარი. ამასთან, უკვე კალათბურთიდან წასული 55 მოთამაშისგან ჯორდანს 29 ხმა (52,7%) ერგო, ჯეიმსს – 15 ხმა (27,3%).
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა ზაფხულში ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ფილადელფიასთან“ ვეტერანის მინიმალურ პირობებზე. 2026/2027 წლების სეზონში მისი ხელფასი იქნება 3 876 529 დოლარი, 2027/2028 წლების სეზონში – 4 070 355.
ახალი სეზონი 24-ე იქნება ლებრონის კარიერაში.