ლებრონმა კობის მემორიალზე კამერებთან გამოჩენა არ ისურვა
ლებრონმა კობის მემორიალზე კამერებთან გამოჩენა არ ისურვა

ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ კობი ბრაიანტის მემორიალი გაიმართა. საკალათბურთო სამყარო ლეგენდას დაემშვიდობა. საღამოზე სიტყვით უამრავი ცნობილი ადამიანი გამოვიდა. კადრებში არ ჩანდა ლებრონ ჯეიმსი. როგორც გაირკვა ჯეიმსი მემორიალზე იმყოფებოდა, თუმცა კატეგორიულად მოითხოვა, რომ კადრებში არ მოხვედრილიყო.

ვეტერან მოთამაშეებთან და საკალათბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად „სტეიპლს ცენტრში“ ენტონი დევისი, სტეფ კარი, ჯეიმს ჰარდენი, რასელ უესტბრუკი, დრეიმონდ გრინი და ლიგის სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.