ლებრონის მორიგი სამმაგი დუბლი და „ლეიკერსის“ მე-17 გამარჯვება რეგულარულში – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:29, 05.02.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 5 შეხვედრა გაიმართა. „სტეიპლს ცენტრში“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენვერს“ უმასპინძლა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (114:93).

მოქმედმა ჩემპიონმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა (37:17). საუკეთესო კვლავ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 27 ქულით, 10 მოხსნითა და 10 გადაცემით მორიგი სამმაგი გაიფორმა. 21 ქულა მიითვალა დენის შროდერმა. ენტონი დევისი კი 13 ქულას დასჯერდა. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

დენვერელთა შორის 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯამალ მარეი გამოდგა. 13 ქულა, 10 მოხსნა და 6 გადაცემა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს.

 

ლეიკერსი – დენვერი 114:93

https://www.youtube.com/watch?v=Mi4f85LyJrI

 

ატლანტა – იუტა 91:112

https://www.youtube.com/watch?v=ImA_591XiG0

 

დალასი – გოლდენ სტეიტი 116:147

https://www.youtube.com/watch?v=4jnlre86RHs

 

ფილადელფია – პორტლენდი 105:121

https://www.youtube.com/watch?v=xRvgXVkMTJg

 

მემფისი – ჰიუსტონი 103:115

https://www.youtube.com/watch?v=qzMuT2fO2p4

მსგავსი