ლებრონის და „ლეიკერსის“ პირველი გამარჯვება „კლიპერსთან“ მიმდინარე რეგულარულში (ვიდეო)

ლოს ანჯელესში გუშინ სეზონის ერთერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო გაიმართა. „სტეიპლს ცენტრში“ „კლიპერსი“ „ლეიკერსს“ ნომინალური მასპინძლის სტატუსით დაუპირისპირდა და ფრენ ფოგელის გასწვრთნილ გუნდთან პირველი მარცხი განიცადა (103-112)

შეხვედრა ძალიან დაძაბულად წაარიმართა. მატჩი უფრო პლეი ოფის შეხვედრას წააგავდა, ვიდრე რეგულარულის. „ლეიკერსმა“ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მოახერხა. გამარჯვება გადამწყვეტი როლი ლებრონ ჯეიმსმა და კავაი ლეონარდმა ითამაშეს. ჯეიმსმა შეხვედრა 29 ქულითა და 9 პასით დაასრულა. დევისმა კი 30 ქულა დააგროვა.

სამქულიანი დისტანციიდან საოცარი სიზუსტე გამოავლინა ევერი ბრედლიმ. მან 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

„კლიპერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი გამოდგა – მის ანგარიშზე 31 ქულაა. კავაი ლეონარდმა 27 ქულა მიითვალა.