ლებრონის 40 ქულა და ლეიკერსის რიგით 44-ე გაამარჯვება რეგულარუში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს „ლეიეკრსმა” „სტეიპლს ცენტრში” „ნიუ ორლეანი” მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (118-109)

ფრენკ ფოგელის გუნდი უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა. ლოს ანჯელესელებს ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, მის ანგარიშზე 40 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია. ენტონი დევისმა 21 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 17 ქულა დააგროვა დენი გრინმა.

ორლეანელების რიგებში ყველაზე შედეგიანი 34 ქულით ბრენდონ ინგრამი გამოდგა. ზაიონ ვილიამსონის აქტივშ 29 ქულაა.

„ლეიკერსი” დასავლეთ კონფერენციაში 44 მოგებითა და 12 წაგებით პირველ ადგილზეა. „ნიუ ორლეანი” კი 25 მოგებით ჯერჯერობით პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-10 ადგილზეა და მერვე ადგილზე მყოფ მემფისს 3 მოგებით ჩამორჩება.

ინდიანა – შარლოტი 119-80

ტორონტო – მილუოკი 97-108

ჩიკაგო – ოკლაჰომა 122-124

დენვერი – დეტროიტი 115-98

პორტლენდი – ბოსტონი 106-118

გოლდენ სტეიტი – საკრამენტო 94-112