ლებრონის 38 ქულა „ფინიქსთან“ წაგებულ მატჩში – „სანსმა“ სატურნირო ცხრილში „ლეიკერსს“ გადაასწრო [ვიდეო] #1tvsport.ge

12:02, 03.03.2021

მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე რეგულარულში რიგით მე-12 მატჩი წააგო. „ლეიკერსი“ „სტეიპლს ცენტრში“ „ფინიქსს“ დაუპირისპირდა და ათი ქულის სხვაობით დამარცხდა (104:114).

სანსმა“ გუნდური თამაში აჩვენა. ათი ქულაზე მეტი ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა. 21 ქულა მიითვალა დარიო სარიჩმა. 17-17 ქულა დააგროვეს დევინ ბუკერმა და დეანდრე ეიტონმა. 19 ქულით დაასრულა მატჩი მაელს ბრიჯესმა. 15 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯეი კრაუდერმა.

„ლეიკერსის“ რიგებში 38 ქულა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. ლოს ანჯელესელები კვლავ ენტონი დევისის გარეშე თამაშობენ, რომელიც კოჭის ტრავმას მკურნალობს.

მოქმედ ჩემპიონი 24 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. 27 მოგებით სატურნირო ცხრილს „იუტა“ ლიდერობს. „ფინიქსმა“ მოპოვებული გამარჯვებით „ლეიკერსს“ გადაასწრო და მეორე პოზიციაზეა.

ვაშინგტონი – მემფისი 111:125

https://youtu.be/QeBeaQvGYtw

ბოსტონი – კლიპერსი 117:112

https://youtu.be/kXqPn2M1Dkw

მაიამი – ატლანტა 80:94

https://youtu.be/xniVB-Rbaqc

სან ანტონიო – ნიუ იორკი 119:93

https://youtu.be/6R4T8DbSiUo

მილუოკი – დენვერი 97:128

https://youtu.be/3UNvC8VEi7E

მსგავსი