ლებრონის 13 წლის ვაჟმა პირველად ჩატენა (ვიდეო)

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის ვაჟმა – ლებრონ ჯეიმს-უმცროსმა პირველი ჩატენვა შეასრულა, რომელიც დოკუმენტურად არის დაფიქსირებული.

13 წლის ბიჭმა დანკი შეასრულა იუნიორების ტურნირის (Las Vegas Classic) მატჩის გახურებისას.

თავისი ვაჟის წარმატებას ჰეშთეგებით გამოეხმაურა უფროსი ჯეიმსი – „ახალგაზრდა მეფე“ და „ბრონი ჯეიმსი“.
ლებრონის 13 წლის ვაჟის სიმაღლე 177 სანტიმეტრია. ის „ნორტ-კოსტ ბლუ ჩიპსში“ თამაშობს და უკვე იყო თავის ასაკობრივ კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი.