ლებრონი უმაყურებლოდ ჩატარებულ თამაშებზე თანახმაა
ლებრონი უმაყურებლოდ ჩატარებულ თამაშებზე თანახმაა

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ნაციონალური საკალატბურთო ასოციაცია, ისევე როგორც სხვა სპორტული ლიგები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და რა ფორმატში განახლდება ასპარეზობები. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია უკვე ერთი თვეა რაც მატჩების გარეშეა. ამ ამბავმა ალბათ ყველაზე მტკივნეულად ლებრონ ჯეიმსზე და მის ლოს ანჯელეს „ლეიკერსზე“ იმოქმედა, რომლებიც დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერები იყვნენ და ბრწყინვალე ფორმაშ იმყოფებოდნენ. ფრენკ ფოგელის გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას გეგმავდა.

ლებრონმა სეზონის დასრულებასა და შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ჯეიმსის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ 2019-20 წლების სეზონი არ დასრულდება ეს მასზე და გუნდზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდეს. „მეფე” თანახმაა შეხვედრები უმაყურებლოდ გაიმართოს. ამ იდეას ის კორონავირუსის პანდემიის გამწვავებამდე არ ეთანხმებოდა.