ლებრონი სამქულიანების ტყორცნაში 14 წლის ბავშვს შეეჯიბრა [ვიდეო]
ლებრონი სამქულიანების ტყორცნაში 14 წლის ბავშვს შეეჯიბრა [ვიდეო]

პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფში მონაწილეობას არ იღებს.

როგორც ჩანს, ჯეიმსს ბევრი თავისუფალი დრო აქვს. „მეფე“ რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელესში ასაკობრივ ტურნირს სტუმრობდა. 14 წლის გეიბ კაპსმა ლებრონი სამქულიანების კონკურსში გამოიწვია, რაზეც ლებრონმა თანხმობა განაცხადა.