ლებრონი ნბას სუპერფინალს ზედიზედ მერვედ ითამაშებს (ვიდეო)

„კლივლენდი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. „ტი დი გარდენში“ გამართული აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრა „კავალიერსმა“ 79-87 მოიგო.

„კლივლენდმა“ გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვეს. კვლავ შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი. „მეფემ“ 35 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი დააგროვა და ამ მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. კარგი მატჩი ჰქონდა ჯეფ გრინს, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 8 მოხსნაც ჩაიწერა პირად აქტივში.

ბოსტონელთა შორის ყველაზე მეტი 24 ქულა ჯეისონ ტატუმის ანგარიშზეა. „კლივლენდის“ მეტოქე ხვალ გამთენიისას ტეხასის „ტოიოტა ცენტრში“ გაირკვევა. დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეშვიდე გადამწვეტ მატჩში „ჰიუსტონი“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.