ლებრონი კონფერენციის ფინალშია
ლებრონი კონფერენციის ფინალშია

“კლივლენდ კავალიერსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის გამარჯვებულ “ტორონტო რეპტორსს” სერია 4-0 მოუგო და კონფერენციის ფინალში თამაშის უფლება ზიდეზიედ მეოთხედ მოიპოვა.

სერიის მეოთხე მატჩი “ქუიქენ ლოანს არენაზე” შედგა და “კავალიერსის” დამაჯერებელი გამარჯვებით, 128-93 დასრულდა. კვლავ შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც მორიგ სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. “მეფეს” ანგარიშზე 29 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა იყო.

23 ქულით დაასრულა მატჩი კევინ ლავმა. 16 ქულა დააგროვა კაელ კორვერმა. “ტორონტოს” რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა, იონას ვალანჩუნასის ანგარიშზეა. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში “კლივლენდი” “ბოსტონსა” “ფილადელფიას” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსნეებთ, “სელტიკსი” სერიას 3-1 იგებს და ფინალში გასასვლელად 1 მოგება დარჩა.