ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. გულშემატკივართა რჩეულები 21 იანვრამდე გაიკრვევა. სწორედ ამ დღეს დასრულდება ხმის მიცემის პროცესი. ამ დროისთვის გამოკითხვაში ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტონკუმპო ლიდერობენ. მათ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ლუკა დონჩიჩსა და კაირი ირვინგს აქვთ მიღებული.
ნბა-ს ხელმძღვანელობამ შარშან აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების პრინციპი შეცვალა. ახლა გუნდს კაპიტნები დააკომპლექტებენ. გუნდების კაპიტნები კი ის კალათბურთელები იქნებიან, ვინც ყველაზე მეტ ხმას დაისაკუთრებს.