ლებრონი ადასტურებს - „კოსმოსური ჯემი 2“-ის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება
ლებრონი ადასტურებს - „კოსმოსური ჯემი 2“-ის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება

შარლოტში რამდენიმე დღის წინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი შედგა, რომელიც ლებრონ ჯეიმსის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი ფილმის „კოსმოსური ჯემი“ მეორე სერიის გადაღებები დაიწყება. მთავარ როლს სწორედ ლებრონ ჯეიმსი შეასრულებს. ფილმის ბიუჯეტი 21.8 მილიონი ამერიკული დოლარია, რეჟისორი კი ტერენს ნანსი გახლავთ.

შეგახსნებთ, რომ „კოსმოსური ჯემის“ პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა და მაშინ მთავარ როლს მაიკლ ჯორდანი ასრულებდა.