ლებრონ ჯეიმსმა სკოლა გახსნა
ლებრონ ჯეიმსმა სკოლა გახსნა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა თავის მშობლიურ ქალაქ ეკრონში, რომელიც ოჰაიოს შტატში მდებარეობს, სკოლა გახსნა. ამის შესახებ სპორტსმენის საქველმოქმედო ფონდი იტყობინება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად სკოლაში 240 მესამე-მეოთხეკლასელი ისწავლის, მოგვიანებით კი ბავშვების რიცხვი გაიზრდება და 2022 წლისთვის სკოლა რვაწლიანი გახდება.
„ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენაა. ჩემი ოცნებაა, რომ ამ ქალაქის ბავშვებმა რაღაცას მიაღწიონ და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალონ“, – ამბობს ლებრონ ჯეიმსი.