ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT

„ლეიკერსის“ კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გააუმჯობესა – ლეგენდარულმა ამერიკელმა მოთამაშემ კარიერაში 563 შეხვედრა 30 და მეტი ქულით დაასრულა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ჯეიმსმა დღეს, 4 იანვარს „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ 30 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა დააგროვა. სწორედ ეს შეხვედრა აღმოჩნდა მისთვის სარეკორდო.

მაიკლ ჯორდანმა რეგულარულ სეზონში 30 და მეტი ქულით 1072-დან 562 მატჩი დაასრულა, ხოლო ლებრონს 563 თამაშის მსგავსი შედეგით დასასრულებლად 1523 შეხვედრა დასჭირდა.

40 წლის კალათბურთელი „ლეიკერსის“ რიგებში 2018 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად 2020 წელს NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა, მის ანგარიშზე 41222 მოპოვებული ქულაა.