ლებრონ ჯეიმსმა იუტა ჯაზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მოიწონა (ვიდეო)
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში იუტასა და ოკლაჰომას შორის უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ჯაზის გულშემატკივარმა სანდერის კალათბურთელის, რასელ ვესტბრუკის პროვოცირება მოახდინა, რამაც ამ ორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
მომხდარის გამო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ის) სადისციპლინო კომიტეტმა ვესტბრუკი 25 000 აშშ დოლარით დააჯარიმა. იუტას ხელმძღვანელობამ კი, თავის მხრივ, გულშემატკივარი დასაჯა და მას ვივინტ სმარტ ჰოუმ არენაზე (Vivint Smart Home Arena) შესვლა გარკვეული პერიოდით აუკრძალა.
ჩიკაგო ბულსთან მოგებული მატჩის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერ ლებრონ ჯეიმსს შეხვედრის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში იუტაში მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს.
„ის, რაც მან რასს უთხრა, სრული უპატივცემლობაა. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემაა. ჩვენ კალათბურთს ვთამაშობთ, თქვენ აშუქებთ, ზოგი – მოედნიდან მატჩს უყურებს, ცხოვრების ბოლოს კი ყველას მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემაღა გვრჩება. ამ ადამიანმა წითელ ხაზს გადააბიჯა და აქედან გამომდინარე, გუნდის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვიწონებ“, – განაცხადა ლებრონმა.
LeBron James says Russell Westbrook was in the right yesterday in Salt Lake City although “there could have been some words Russ could’ve said a little different.” Says the fan crossed the line: “That line is very bold. Everyone knows when you’re crossing the line.” pic.twitter.com/GKPZH83oQv
— Kyle Goon (@kylegoon) March 13, 2019